იმნაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა

0
14

ლუკა იმნაძემ „ორდაბასის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მე-19 ტურში „ორდაბასიმ“ „ატირაუ“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ 2:0 იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ბურთი საჯარიმოში მიიღო, ხოლო მას მერე რაც მცველს გაცდა, მარცხენა მახვილი კუთხიდან გაიტანა, ის 82-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ერთი ბურთი 51-ე წუთზე გაქვითეს, ხოლო ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრეს. „ორდაბასი“ 27 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი