ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი საგოლე პასი შეასრულა. „კრაკოვიამ“ საქართველოს ნაკრების მცველის კაპიტნობით ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ, მესამე ტურში შინ გდანსკის „ლეხიასთან“ ქულა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გადაარჩინა.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 91-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა ერთი მეტოქე ფინტით ჩამოიცილა, რის შემდეგ ბურთი თავზე „დაასვა“ კარის წინ მდგომა სტოლიკოვიჩს, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:2.
„კრაკოვია“ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო ლიდერი პლოცკსი „ვისლაა“, სადაც ქართველი მცველი ალექსანდრე კალანდაძე გამოდის.
ლაშა თაბაგარი





