ლობჟანიძის გოლი და საგოლე პასი

0
9

საბა ლობჟანიძემ ლიგის თასზე, რომელშიც ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის გუნდები მონაწილეობენ, გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ტურნირის მეორე რაუნდში „ატლანტა იუნაიტედი“, სადაც საქართველოს ნაკრების გარემარბი გამოდის ორლანდოში მექსიკის „უნამ პუმასს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. 35-ე წუთზე, როდესაც მექსიკელები 1:0 იგებდნენ, ლატე ლატიმ მეტოქის საჯარიმოში გახსნილი ლობჟანიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით მახვილი კუთხიდან კეილორ ნავასს გაუტანა. 43-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი „უნამის“ საჯარიმოში მიიღო და ზუსტი გადაცემა ლატე ლატს გაუკეთა, რომელმაც ამერიკელები დააწინაურა. თუმცა, „ატლანტა იუნაიტედმა“ თავის კარში ორი გოლი მიიღო და დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი