საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“ განაგრძობს.
sport.sky.it-ის ინფორმაციით, „უდინელებმა“ გასულ სეზონში სერია B-ში გავარდნილ „ემპოლის“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაუხადეს.
გოგლიჩიძე უდინეში ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში გადავიდა და არ უთამაშია. 2024-2025 წლების სეზონში მან ტოსკანელთა მაისურით ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის თასზე 3 შეხვედრა გამართა.
ლაშა თაბაგარი





