ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია გამოდის, მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველი თამაში მოიგო. მე-2 ტურში ბრატისლაველებმა „პოდბრეზოვა“ მიიღო და 4:1 დამარცხა. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადშიც არ იყო. მასპინძლებიდან გოლები სტრელეცმა, ბარსეგიანმა, იბრაჰიმმა და მაკმა გაიტანეს. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 4 ქულით 12 გუნდში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





