ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის თანაბომბარდირია

0
13

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-19 ტურში „შანდუნი“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ჩენგდუს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე, როდესაც „შანდუნი“ 0:1 აგებდა ანგარიში გაათანაბრა – მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ლიუ იანგის გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთიდან „შანდუნი“ კაცნაკლული თამაშობდა, რადგან ფეხბურთელი გაუძევეს.
ამ სეზონში ყაზაიშვილმა 12 ბურთი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის „ბეიჯინგ გოუანის“ ანგოლელ ფორვარდ ფაბიო აბრეუსთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი