საფრანგეთში ლიგა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამდე, „ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, სტუმრად ამხანაგური თამაში მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში მან შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. მატჩის მეორე ნახევარში მიქაუტაძე გერმანელების საჯარიმოში მცველ ტას გაცდა და გოლის გატანამდე ისევ ცოტა დააკლდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 53-ე წუთზე „ბაიერნიდან“ ანგარიში ოლისემ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. მან 62-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო „ლიონიდან“ თავი 83-ე წუთზე გომესმა გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





