ჩოგაძის პირველი გოლი ევროთასებზე

0
17

თემურ ჩოგაძემ კარიერაში ევროთასებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. კაუნასის „ჟალგირისის“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი სადებიუტო სეზონს ატარებს უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კაუნასელები სტუმრად „ვალურს“ შეხვდნენ და 2:1 დაამარცხეს. განვლილი შეხვედრის 38-ე წუთზე ჩოგაძემ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი კაუნასში 1:1 დასრულდა, „ჟალგირისი“ კონფერენს ლიგაში გამოსვლას განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი