კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგა გოლით დაიწყო

0
13

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 2025-2026 წლების სეზონი გოლით დაიწყო. პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი გრაცის „შტურმი“ სტუმრად ლასკ-ს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-9 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თავით ბურთი ზედა ძელს მოახვედრა, ხოლო გადმოვარდნილს გრგიჩმა ასევე თავით დაამატა – 0:1.
მე-12 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში შეჭრილი კიტეიშვილმა მცველმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ქართველმა ლეგიონერმა გამოიყენა. კიტეიშვილმა 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი