ვოლკოვი და პაპუნაშვილი კონფერენს ლიგას გამოეთიშნენ

0
29

„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი გამოდიან, უეფას კონფერენს ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. „ზირემ“ პირველი თამაში შინ სპლიტის „ჰაიდუკთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო მეორე მატჩის ძირითადი დრო ანალოგიური ანგარიშით დამთავრდა. ხორვატებმა მეორე გოლი 95-ე წუთზე გაიტანეს და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ „ზირე“ 77-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან მოზამბიკელმა ნახევარმცველმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო.
„ზირეს“ ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში არცერთი იყო – ვოლკოვი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო პაპუნაშვილი – 58-ეზე.
შოთა მახარაძის მოლდოვის „პეტროკუბი“ ტურნირს ბაქოს „საბაჰთან“ დაპირისპირებაში გამოეთიშა. „საბაჰმა“ სტუმრად პირველი თამაში 2:0 მოიგო, ხოლო სახლში მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი