„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
34-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-იტიჰადი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 35-ჯერ აიღო. მანამდე, რეკორდი „ალ-იტიჰადის“ ფორვარდ აბდერაზაკუ ამდალეს ეკუთვნოდა, რომელმაც 2018-2019 წლების სეზონში 34 გოლი მიითვალა.
რონალდუმ 2023-2024 წლების სეზონში ყველა ტურნირში 45-ჯერ ითამაშა და 46 გოლის გატანის გარდა, 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
39 წლის პორტუგალიელი პირველია, რომელიც ოთხი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საუდის არაბეთამდე, მან საუკეთესო მეგოლის ტიტული ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანეთის ლა ლიგაში და იტალიის სერია A-ში მოიგო.
ლაშა თაბაგარი





