ქეცბაიას კვიპროსმა სტუმრად ისრაელი დაამარცხა

0
43

კვიპროსის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის ამხანაგურ მატჩში სტუმრად ისრაელი 3:2 დაამარცხა.
კვიპროსელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს – მე-2 წუთზე თავი ხარალამპოსმა გამოიჩინა, ხოლო 24-ეზე პიტასმა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ერთი წუთის მანძილზე ანგარიში გაათანაბრეს – 66-ე წუთზე გლუხმა გაიტანა, 67-ეზე კი ბარიბომ. 82-ე წუთზე ებრაელების კარი იოანუმ აიღო და ქეცბაიას გუნდს საბოლოო გამარჯვება გაუნაღდა. ცნობისთვის, 16 ნოემბერს კვიპროსელები შინ ბულგარეთთან 0:2 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.