„უდინეზე“, სადაც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია მე-16 ტურში სტუმრად აუტსაიდერ ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდა და 1:5 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი განაცხადში იყო და არ უთამაშია. მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მცირე სათამაშო დროს აძლევენ.
მატჩის მე-8 წუთზე უდინელებს მეკარე ოკოუიე გაუძევეს და ეს ფაქტი გუნდის თამაშზე საგრძნობლად აისახა. 21-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში მონდრაგორამ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე სტუმართა კარი გუდმუნდსონმა აიღო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე „უდინეზე“ ნდურმა დაამწუხრა. 56-ე წუთზე „ფიორენტინადან“ თავი მოიზე კინმა გამოიჩინა. 66-ე წუთზე უდინელებიდან ერთადერთი გოლი სოლეტმა გაიტანა. 69-ე წუთზე კინმა დუბლი შეასრულა. „უდინეზე“ 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





