„ლოზანა“, რომლის ღირსებას გაბრიელ სიგუა იცავს, შვეიცარიის სუპერლიგის მე-19 ტურში შინ „ლუცერნთან“ 0:4 დამარცხდა. საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 61-ე წუთზე გახსნა. ამის შემდეგ, „ლუცერნის“ ფეხბურთელებმა მეტოქის კარი 89-ე, 92-ე და 93-ე წუთზე აიღეს.
სიგუამ, რომელიც „ლოზანაში“ სეზონის წინ „ბაზელმა“ გაანათხოვრა, შვეიცარიის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო უეფას კონფერენს ლიგაში 7-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





