გიორგი ბერიძემ „უიპეშტის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიიონატში თავისი პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-18 ტურში უიპეშტელებმა სახლში „კაზინცბარციკა“ 2:1 დამარცხეს. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 63-ე წუთზე ბერიძის პასი შემდეგ ტუშიჩმა ანგარიში გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე სტუმრებიდან საპასუხო ბურთი უბოჩიომამ გაიტანა. 81-ე წუთზე „კაზინცბარციკაში“ მოთამაშე უკრაინის მოქალაქე მიხეილ მესხმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 84-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ნუნიესმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონში ბერიძემ ჩემპიონატში 17-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემის გარდა, ამდენივე გოლი გაიტანა. „უიპეშტი“ 22 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





