კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, რუმინეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კლუჟის „უნივერსიტატიას“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. კრაიოველებმა სეზონი კარგად დაიწყეს და ერთი პერიოდი ლიდერობდნენ, ხოლო ახლა 33 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





