„კრემონეზემ“, რომელშიც დაჩი ლორთქიფანიძე გამოდის, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში სტუმრად „ბოლონიას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი თადარიგში იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს. ის პირველ გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებს და ჩემპიონატში ერთხელ შეცვლაზე ითამაშა.
მატჩის 31-ე წუთზე „კრემონეზე“ პაუერომ დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში ვეტერანმა ინგლისელმა ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ ანგარშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ორსოლინიმ ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ვარდიმ დუბლი შეასრულა. ინგლისის ეროვნული გუნდის 38 წლის ექსფორვარდი „კრემონეზეს“ სეზონის წინ შეუერთდა და სერია A-ს 9 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. კრემონელები 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





