გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ, „უოტფორდში“ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. ინგლისის ჩემპიონშიფის მე-18 ტურში უოტფორდელები სტუმრად „ბირმინგემს“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევ ნახევარმცველს სასტარტოში ისევ არ უთამაშა და მოედანზე შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.
მატჩის 31-ე წუთზე მასპინძლები პეკმა დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე გრეი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 61-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე გახსნილი ბოლა მოძებნა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და პასი გაუკეთა მაამას, ამ უკანასკნელმა კი ერთი ბურთი გაქვითა. „უოტფორდი“ 24 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





