კიტეიშვილი: “გვსურს პირველ ყოვლისა საკუთარ თავს დავუმტკიცოთ”

0
3

საქართველოს ეროვნულმა ნაკრემბა ნოემბრის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა და მასში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას.
ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ოთარ კიტეიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
ოთარ კიტეიშვილი: “ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. მართალია, ჯგუფიდან გასასვლელად ფაქტობრივად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის, ნაკრების თითოეული წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია. გვსურს, პირველ ყოვლისა საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ის გუნდური სულისკვეთება ისევ დიდი რაოდენობით აქვს ამ ნაკრებს და გუნდი გააგრძლებს ზრდას. ჩავარდნა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს იყო დროებითი, რასაც იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვასწორებთ”.
ანზორ მექვაბიშვილი: “ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის. ძალიან რთული მატჩები გველის. ოქტომბრის მატჩების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია გვჭირდება. ბიჭები მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან, რომ მოახლოებულ შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.
საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობიდ “დინამო არენაზე” 15 ნოემბერს შედგება და 21:00 საათზე დაიწყება. 18 ნოემბერს ჩვენი გუნდი სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება და თამაში სტარტს 23:45 საათზე აიღებს.
4 ტურის შემდეგ, E ჯგუფში 12 ქულით ლიდერი ესპანეთია, ხოლო 9 ქულით მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველოს 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა.

ლაშა თაბაგარი