იამალმა ესპანეთის ნაკრების სამედიცინო შტაბი გააკვირვა

0
5

ლამინ იამალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 15 ნოემბერს თბილისში საქართველოსთან, ხოლო 18 ნოემბერს შინ თურქეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება:
„ესპანეთის სამედიცინო შტაბი გაკვირვებულია და შეშფოთებულია, რომ ორთაბათს 10 ნოემბერს 13:47 საათზე, სავარჯიშო შეკრების ოფიციალურად დაწყების დღეს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა იმავე დღეს სამკურნალოდ ინვაზიური რადიოლოგიური პროცედურა საზარდულის არეში დისკომფოტის სამკურნალოდ გაიარა.
ეს პროცედურა ნაკრების სამედიცინო პერსონალის წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩატარდა. დეტალები მხოლოდ იმ ანგარიშიდან გახდა ცნობილი, რომელიც საღამოს 22:40 საათზე მივიღეთ. მასში რეკომენდირებულია, რომ მოთამაშემ 7-10 დღე დაისვენოს“.
ლაშა თაბაგარი