საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემოიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მე-6 ჯგუფში პირველი შეხვედრა მასპინძელ ხორვატიასთან ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
მატჩის დაწყებიდან ცოტა ხანში, ხორვატი ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგიდან ჩვენს საჯარიმოში შეიჭრა და პასი კარის წინ მდგომ ზულფიჩს გაუკეთა, რომელის დარტყმის შემდეგ გიორგი ყავლაშვილმა გოლის გაშვებას გადაგვარჩინა.
27-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანი ხირვატების საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და ერთ მცველს გაექცა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარებ ბურთი ფეხით მოიგერია.
30-ე წუთზე ხორვატების კონტრშეტევის დროს, ჩოვიჩმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ზულვიჩი მოძებნა, რომლის გადაცემის მერე შიმიჩმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 1:0.
75-ე წუთზე შოთა დიაკონიძემ თითქმის მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს ოდნავ აცდა. 76-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან ჩოვიჩის დარტყმული ბურთი ყავლაშვილმა ცუდად მოიგერია და საჯარიმოში ბარიჩს მიუვიდა, რომლის პასის შემდეგ, ბაკოვიჩმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს სერბეთთან ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან, რომელშიც ასევე გიბრალტარიცაა ელიტ რაუნდში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან.
ლაშა თაბაგარი





