კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მე-3 ტურში სტუმრად ვენის „რაპიდი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. სტუმრები მე-20 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ, რადგან მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, რადოი გააძევეს. კრაიოველებიდან ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე რომანჩუკმა გაიტანა. „უნივერსიტატიამ“ მიმდინარე გათამაშებაში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოცეა.
შვეიცარიის „ლოზანამ“, სადაც გაბრიელ სიგუა თამაშობს, შინ კვიპროსის „ომონიასთან“ 1:1 ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.
ევროპა ლიგის ფაზის მე-4 ტურში პაოკ-მა შინ შვეიცარიის „იანგ ბოიზი“ 4:0 დაამარცხა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი არ იყო.
ლაშა თაბაგარი





