„ატლანტა იუნაიტედს“, რომელშიც საბა ლობჟანიძე თამაშობს, არგენტინელი ხერარდ (ტატა) მარტინო გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 62 წლის სპეციალისტმა MLS-ის კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.
არგენტინის ეროვნული გუნდის და „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი „ატლანტას“ ერთხელ უკვე ავარჯიშებდა – 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა MLS-ის თასი მოიგო. ბოლოს მარტინო „ინტერ მაიამის“ უძღვებოდა 2023-2024 წლების სეზონში.
ლაშა თაბაგარი





