„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი უეფას ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის საუკეთესო 100 ბომბარდირს შორის ერთადერთია, რომელმც ჩატარებულ მატჩებზე მეტი გოლი გაიტანა. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 52-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 54-ჯერ აიღო. ამჟამად, ის ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებს შორის მე-9 ადგილზეა.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 183 მატჩში 140 გოლი შეაგდო. მეორე პოზიციაზე არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლიონელ მესია – 163 შეხვედრაში 129 გოლი, ხოლო მესამე პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც 136 თამაშში თავი 105-ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





