„შახტარში“ ორივე ქართველი სასტარტოში ათამაშეს

0
19

მიმდინარე სეზონში პირველად დონეცკის „შახტარის“ თურქმა მთავარმა მწვრთნელმა არდა თურანმა სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი ლეგიონერი ათამაშა.
უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში დონეცკელები სტუმრად „ეპიცენტრს“ შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე მცველი სასტარტოში იყო – ირაკლი აზაროვი 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა მოედანი 76-ე წუთზე დატოვა. „შახტარიდან“ ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე კაუა ელიასმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი