მოისწრაფიშვილის პასი გადამწყვეტი აღმოჩნდა

0
19

გიორგი მოისწრაფიშვილმა ტრნავის „სპარტაკში“ გადასვლის შემდეგ, სლოვაკეთის ჩემპიონატში თავის ანგარიშზე მეორე საგოლე პასი ჩაიწერა. მე-2 ტურში ტრნაველები სტუმრად „ტრენჩინს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი საჯარიმოში გახსნილ დანიელს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. მოისწრაფიშვილმა 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს. 72-ე წუთზე ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა, რადგან ფეხბურთელები გაუძევეს. „სპარტაკმა“ თამაში საერთოდ 9 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე კიდევ ერთი მოთამაშე გაუგდეს.
ლაშა თაბაგარი