ოთო გოშაძე: „ჯერ დასრულებული არაფერია“

0
15

ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე ოთო გოშაძეს მიაჩნია, რომ ნიქოზიის „ომონიასთან“ დაპირისპირებაში ჯერ დასრულებული არაფერია. მან ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსში პირველი თამაშის 0:1 წაგების შემდეგ განაცხადა.
„ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მევალება და თუ გუნდს ჩემი თამაშით ვეხმარები, მხოლოდ მახარებს. რთული მატჩი გამოვიდა, თუმცა წინ ქუთაისში გასამართი თამაშია და ამიტომ ჯერ დასრულებული არაფერია.
მადლობა საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. მჯერა, 31 ივლისს შინ სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ. ამ ეტაპის გადალახვა ერთად შეგვიძლია“- იუწყება გოშაძის ნათქვამს „ტორპედოს“ პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი