საულ ნიგესი კარიერას რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოში“ განაგრძობს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი ბრაზილიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ვინაიდან მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან „ფლამენგოსთან“ ხელშეკრულება 2028 წლის დეკემბრამდე გააფორმა.
გასულ სეზონში საული „სევილიაში“ თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო პერიოდი „ატლეტიკოში“ გაატარა, რომლის რიგებში 2011-2024 წლებში ირიცხებოდა და 427 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 48-ჯერ აიღო.
“ფლამენგოს” ამჟამინდელი მწვრთნელი ფელიპე ლუისი თავის დროზე “ატელტიკოში” საულთან ერთად გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





