გაგუა კარიერას სლოვაკეთში განაგრძობს

0
11

გიორგი გაგუა სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა „დუნაისკა სტრედასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი „ისტრაში“ გაატარ, რომლის მაისურით ხორვატიის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
გაგუას „დუნაისკა სტრედაში“ თანამემამულე მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე დახვდა, რომელიც სლოვაკურ გუნდის იანვარში შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი