„დილა“ ლატვიაში დამარცხდა

0
11

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ლატვიაში ადგილობრივ „რიგასთან“ ჩაატარა და ერთბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე სიკუეირას გადაცემის შემდეგ ანგარიში რამირესმა გახსნა. 66-ე წუთზე გრიმალდოს გადაცემა სიკუეირამ გამოიყენა. გორელებიდან ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე თავი კონგოელმა ლეგიონერმა ბასინგამ გამოიჩინა.
“დილა” 31 ივლისს “რიგას” გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
„რიგა“ (ლატვია) – „დილა“ (გორი) 2:1 (1:0)
24 ივლისი. რიგა. სტადიონი „სკონტო“.
„რიგა“:
ზვიედრისი, ტონისევსი, მუსა, ნგომი, იურკოვსკისი, გალო, ანკრა, სიკუეირა (კონტრერასი, 82), დიოპი, რამირესი (კ) (ტაივო, 72), გრიმალდო (მანკენდა, 72).
მთავარი მწვრთნელი:
ადრიან გულა,
„დილა“: კერესელიძე, ჩაბრაძე, ეტოუ (კ), არაუჟო, რუხაძე, დრამე (ედუძი, 46), ანდრონიკაშვილი (ოუატარა, 79), კონტე, ბასინგა, შეყილაძე (ბუღრიძე, 70), ფარულავა (ანოფი, 80).
მთავარი მწვრთნელი:
დიეგო ლონგო.
გოლები: 1:0 რამირესი (45+6), 2:0 სიკუეირა (66), 2:1 ბასინგა (86)
გაფრთხილება:
კონტე (3), იურკოვსკისი (13), კერესელიძე (44), ეტოუ (45+4), ტონისევსი (86)
მთავარი მსაჯი:
დ. რობერტსონი (შოტლანდია)
ლაშა თაბაგარი