თბილისის “სპაერის” მთავარ მწვრთნელ ანზორ კიღურაძეს სურს, რომ თავისი გუნდურობა უკვე ევროპაშიც დაამტკიცონ. მან ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ვენის “აუსტრიასთან” დღეს გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის კაპიტანი ნიკა კენჭაძეც დაესწრო.
ანზორ კიღურაძე: “პირველ ყოვლისა გვაქვს ჩვენი ამბიცია, ჩვენი მიზანი, ჩვენი გეგმა და გვინდა, რომ ჩვენი გუნდურობა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ უკვე არა საქართველოში, არამედ ევროპაში”
ნიკოლოზ კენჭაძე: “სპაერისთვის” პირველი თამაშია ევროთასებზე და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი დიდი ისტორია დავწეროთ”.
“აუსტრია” – “სპაერის” შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
“აუსტრია” – “სპაერის” შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





