ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების მესამე ეტაპზე გაირკვა

0
26

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა, სადაც მოხვედრის შემთხვევაში ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.
თბილისის „იბერია“ ესტონეთის „ლევადიას“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში“ნიუ სეინტსა“ (უელსი) და „დიფერდანჟს“ (ლუქსემბურგი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსის „ომონიას“ თუ გამოთიშავს, მაშინ აზერბაიჯანის „არაზსა“ და საბერძნეთის „არისს“ შორის მოგებულს შეხვდება.
გორის „დილას“ ლატვიის „რიგასთან“ წარმატებას თუ მიაღწევს, მეტოქედ ჩერნოგორიის „სუტიესკასა“ და ისრაელის „ბეითარს“ შორის უკეთესი გუნდი ეყოლება.
თბილისის „სპაერი“ ვენის „აუსტრიას“ გავლას თუ მოახერხებს, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხეთის „ბანიკსა“ და პოლონეთის „ლეგიას“ წყვილში გამარჯვებულს ეთამაშება.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7-14 აგვისტოს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი