ლობჟანიძე საკუთარ კედლებში დამარცხდა

0
9

„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის მორიგ ტურში „შარლოტი“ მიიღო და 2:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაშ ვერ მოხვდა და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 1:2 აგებდნენ.
77-ე წუთზე, როცა „შარლოტი“ 3:1 იმარჯვებდა, ლობჟანიძემ „კედელი“ ალმირონთან გაითამაშა. ამ უკანასკნელის პასის შემდეგ კი, ლატე ლატმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში 23-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანა, ხოლო საგოლე პასი 7-ჯერ შეასრულა. „ატლანტა იუნაიტედი“ 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი