კალანდაძის სამქულიანი დებიუტი პოლონეთში

0
8

ალექსანდრე კალანდაძის დებიუტი პოლონეთის ექსტრაკლასაში შედგა. ახალი სეზონის პირველ ტურში პოლონური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებულმა პლოცკის „ვისლა“ შინ კიელცეს „კორონას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
24 წლის ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. ის „ვისლას“ მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გდინიას „არკა“, რომელიც ექსტრაკლასაში ასევე წელს დაბრუნდა სტუმრად ლუბინის „მოტორს“ შეხვდა და 0:1 წააგო. „არკაში“ ქართველმა გარემარბმა თორნიკე გაფრინდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი