კიტეიშვილმა „ჰამბურგთან“ მოიგო

0
12

გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერია ოთარ კიტეიშვილია ახალი სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩი გერმანიის ბუნდესლიგაში წელს დაბრუნებულ „ჰამბურგთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ავსტრიელებიდან მე-18 წუთზე ანგარიში გორენც სტანკოვიჩმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე თავი ჩუკვუანიმ გამოიჩინა. „ჰამბურგმა“ გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეაგდო.
კიტეიშვილმა გასულ სეზონში “შტურმთან” ერთად ავსტრიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორე მოიგო და ასევე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მიჯრით მეორედ გახდა.
ლაშა თაბაგარი