თბილისის “დინამომ” თავდამსხმელი ჰალიდ დოლტმურზიევი დაიმატა. ამის შესახებ დინამოელთა პრესსამსახური იუწყება. 18 წლის ფეხბურთელი ბელგიის “ბრიუგეს” აკადემიის აღზრდილია.
დოლტმურზიევს საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. ის წარმოშობით ინგუშია, მაგრამ არჩევანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





