ტეო ერნანდესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მილანიდან“ წავა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს საფრანგეთის ეროვნული გუნდის მარცხენა მცველს კონტრაქტი არ გაახანგრძლივონ. ამის მიზეზი ისაა, რომ „მილანის“ ბოსებისთვის ტეო ერნანდესის მოთხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა.
27 წლის ფრანგი ფეხბურთელი „მილანში“ 2018 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 252 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





