ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, 26-ე ტურში „ჰოლშტენ კილი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და 47-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, საჯარიმოში მიიღო ბურთი, რომელიც მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. გარდა ამისა, მესამე გოლის დროს თანაგუნდელს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ის „ჰაიდენჰაიმს“ ზამთარში შეუერთდა და 11 თამაშში მეტოქეები მეორედ დაამწუხრა.
„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და „ჰოლშტენ კილს“ 2 ქულით გაასწრო.
ლაშა თაბაგარი





