წიტაიშვილმა სეგუნდაში მეოთხედ გაიტანა

0
5

გიორგი წიტაიშვილმა „გრანადას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მეოთხე გოლი ჩაიწერა.
30-ე ტურში გრანადელებმა „ფეროლი“ მიიღეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო სასტარტოში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
32-ე წუთზე წიტაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და ლამამ თავით ანგარიში გახსნა. 36-ე წუთზე თავი რუბენ სანჩესმა გამოიჩინა. 58-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, წიტაიშვილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მას მერე რაც მცველი ჩამოიცილა, მარჯვენა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 3:0.
წიტაიშვილმა ამ სეზონში ოთხი ბურთი გატანის გარდა, 2 საგოლე პასი მიითვალა. „გრანადა“ 46 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი