გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა.
30-ე ტურში „ლევანტემ“ აუტსაიდერი „კარტახენა“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის დაწყებამდე თებერვლის თვეში სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღ.
71-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ქოჩორაშვილმა ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო და შიგნით შეწეულმა ერთი მეტოქე ჩამოიცილა, რის შემდეგ მეკარეისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ასევე 3 საგოლე პასია. ის 74-ე წუთზე შეცვალეს.
ამ გამარჯვების შემდეგ „ლევანტემ“ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა – ლიდერ „მირანდესს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
