„ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდა და 2:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 78-ე წუთზე ანგარიში შერკიმ გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე მასპინძლების კარი ნუამამ აიღო. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მიქაუტაძე ერთ მცველს გაცდა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია. „ლიონი“ 42 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 30-ე ტურში კრაიოვას „უნივერსიტატია“ გასვლაზე „სტიაუსტან“ 0;1 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი გამარჯვებულთა სასტარტოში ვერ მოხვდა და მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. „უნივერსიტატია“ 52 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში არადიპოუს „ომონიამ“ სახლში ლარნაკას აეკ-ს 2:0 აჯობა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და 10 დარტყმული ბურთი მოიგერია. „ომონია“ 26 ქულით 14 გუნდში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
