19 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ჯონათან დოს სანტოსმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გააფორმა.
დოს სანტოსი რამდენიმე კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო ესპანური შეკრების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ მატჩებში, სადაც 2 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ბოლოს მშობლიური ქვეყნის, კლუბ „იტუანოს“ (სერია B) ღირსებას იცავდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
ლაშა თაბაგარი
