პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია იმ ფეხბურთელების რიცხვშია, რომლებსაც ფრანგული გრანდის თამაშის გაუმჯობესება შეუძლიათ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში შინ „ბრესტთან“ 7:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბრესტელებთან შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანის გარდა, საგოლე პასი მიითვალა.
„ის მაღალის დონის მოთამაშეა, რაშიც ეჭვი არ გვეპარება. რთულია ისეთი ფეხბურთელების მოძებნა, რომელთაც ამ შემადგენლობის გაუმჯობესება შეუძლიათ. თუმცა, როდესაც 7:0 იგებ და ხედავ მოთამაშეს, რომელიც ბოლო წუთზე დაცვაში უდიდეს სამუშაოს ასრულებს, გესმის, რომ ეს ისაა, ვისაც შენი გუნდის გაუმჯობესება შეუძლია“ – ციტირებს ენრიკეს უეფას ვებგვერდი.
კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი გაიტანა. მან კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში თავი მეორედ გამოიჩინა. მანამდე, ორი გოლი „ნაპოლის“ მაისურით მიითვალა. ხვიჩამ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





