საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 31 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი თურქეთის რანგით მეორე ლიგის „ქოჯაელისფორში“ გაატარა, სადაც 8-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.
მან კარიერის დიდი ნაწილი დანიის „ორჰუსში“ გაატარა. ასევე, დანიის „სილკებორგში“, სლოვაკეთის „სპარტაკ ტრნავაში“, ლატვიის „რიგაში“, პოლონურ „არკაში“ , დანიის „ვიბორგში“ და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.
ცნობისთვის, „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი მოლდოვის „პეტროკუბთან“ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. თბილისელებიდან დუბლი იური ტაბატაძემ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
