საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი ბიორნ იონსენი ქუთაისის “ტორპედოში” დარჩა. რიონისპირული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, იონსნენმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ქობულეთში შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდება.
33 წლის ნორვეგიელმა შარშან საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირში “ტორპედოს” მაისურით 40-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





