ლატვიის ჩემპიონმა „რიგასმა“, რომელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდისნ, ევროპს ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში დიდი სენსაცია მოახდინა და შინ ამსტერდამის „აიაქსი“ დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ოდიშარიამ შეუცველალდ ითამაშა, ხოლო სილაგაძე თადარიგში იყო. ეს უკანასკნელი რიგელების ევროთასზე გამოსვლის შემდეგ, თბილისის „იბერიაში“ დაბრუნდება.
„აიაქსს“ ორი ტაიმის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, რაც გასაკვირი არაა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 78-ე წუთზე მასპინძლების ფინელმა ლეგიონერმა მარხიევმა ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც დაახლოებ 20 მეტრიდან კარში ზუსტი დარტყმით თავად დაასრულა – 1:0.
„რიგასმა“ მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო, ხოლო მანამდე ორჯერ ფრე ითამაშა – 5 ქულით 36 გუნდში 30-ე ადგილზეა.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





