“დინამო” შეკრებაზე “დალასთან”, “სპორტინგთან” და “კრიენსთან” ისპარინგებს

0
39

თბილისის “დინამოს” სამი მეტოქე პორტუგალიურ შეკრებაზე ცნობილია. ვლადიმერ კაკშვილის გაწვრთნილები “დალასთან”, ლისაბონის “სპორტინგის” მეორე გუნდთან და შვეიცარიის “კრიენსთან” ითამაშებენ. ამის შესახებ დინამოელთა პრესსამსახური იუწყება:
“დინამოელები 15 იანვრიდან პორტუგალიაში ზამთრის შეკრებაზე იმყოფებიან. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა წვრთნის პირველი ეტაპი ფიზმომზადებას დაუთმო, 26 იანვრიდან კი ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.
ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე შეკრებაზე MLS-ის დასავლეთ კონფერენციის საფეხბურთო კლუბი “დალასი” იქნება. მატჩი 26 იანვარს თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. 31 იანვარს დინამო ლისაბონის “სპორტინგის” მეორე შემადგენლობას შეხვდება, 1 თებერვალს კი შვეიცარიულ “კრიენსთან” ისპარინგებს.
დინამოელები პორტუგალიაში 13 თებერვლამდე დარჩებიან და ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებენ. დარჩენილ მეტოქეთა შესახებ ინფორმაციას ახლო პერიოდში მოგაწვდით”.
ლაშა თაბაგარი