საერთაშორისო კონსანტინგურმა კომპანია Delaitte-მ 2023-2024 წლების სეზონში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია“, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბია, ვის შემოსავალმა ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა – 1,046 მილიარდი ევროა.
მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“ (838 მილიონი ევრო, ხოლო მესამეზე – პსჟ (806 მილიონი ევრო).
საუკეთესო ათეულში ასევე შემდეგი კლუბები შევიდნენ:
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (მე-4, 771 მილიონი), „ბაიერნი“ (მე-5, 765 მილიონი), „ბარსელონა“ (მე-6, 760 მილიონი), „არსენალი“ (მე-7, 717 მილიონი), „ლივერპული“ (მე-8, 715 მილიონი), „ტოტენჰემი“ (მე-9, 615 მილიონი), „ჩელსი“ (მე-10, 546 მილიონი).
ლაშა თაბაგარი





