პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. მან ამის შესახებ „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის შეძენის შემდეგ განაცხადა, რომელმაც ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
“ხვიჩას პსჟ-ს ოჯახში მიღება გვიხარია. ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ფანტასტიკურად ნიჭიერი და მამაცია, ასევე პირველყოვლისა გუნდისთვის იბრძვის.
ხვიჩა ჩვენი საუცხოო კლუბის წევრობა ძალიან სურდა. ვიცი, რომ ჩვენთან ერთად თავის მიზანს მიაღწევს. გუნდის გაძლიერება გვიხარია” – ციტირებს ალ-ჰელაიფის პსჟ-ს ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





