საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი “პარი სენ-ჟერმენში” ოფიციალურად დადასტურდა. 23 წლის ფორვარდმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და პარიზელთა კლუბთან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
“ნაპოლი” ამ გარიგებაში 70 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს, ხოლო კვარას “ნაპოლისთან” შედარებით გაცილებით მაღალი ხელფასი ექნება – წელიწადში 9 მილიონი ევრო პლუს ბონუსები. ცნობილია ისიც, რომ ხვიჩა პარიზულ კლუბში 7-ნომრიან მაისურას მოირგებს.
პსჟ-მ ქართველს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.





